თავში

ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული შიმშილობას იწყებს

ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული შიმშილობას იწყებს
ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული შიმშილობას იწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარლალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მოსამართლის განცხადებით, ვლინდებოდა ძალადობრივი მოქმედების ფაქტი, რაც გათვალისწინებული ძალადობის ნიშნებზე მიანიშნებდა. მისივე თქმით, არსებობდა გარკვეული საფრთხეები და მომეტებულად, ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. 

ბესიკ თამლიანი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შიმშილობას იწყებს. 

„იძულებული გამხადეთ შიმშილობა გამომეცხადებინა, 55 დღეში თუ იქნება პროცესი, 55-ვე დღე ვიშიმშილებ”, - აღნიშნა ბესიკ თამლიანმა.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ის სასამართლოს დაცვის სამსახურის ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცველებმა მისი ჩამოყვანა სცადეს, თუმცა თამლიანმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცველებმა ის ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარედგინა, რაც ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system