თავში

ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს - რა მასალები გადაეცა ადვოკატს - VIDEO

ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს - რა მასალები გადაეცა ადვოკატს
ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს - რა მასალები გადაეცა ადვოკატს - VIDEO

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ავტომობილის, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის ექსპერტიზებში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები ამერიკის ფედერალური ბიუროდან. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით შეხვედრაზე საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია მიიღო, რომელიც ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. 

„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა თემაზე. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები. გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია საქმესთან დაკავშირებით, რაც სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს ეხება. ძალიან მალე ეს მასალები ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს. ამავდროულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ პროკურორი, რომელიც არაეთიკურად იქცეოდა, ჩამოშორდა საქმე“, – განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ბოლო შეხვედრა არ არის და შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო, დაიგეგმება ძალიან ხშირი კონტაქტი.

რაც შეეხება ექსპერტიზებს, ავტომობილის, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის ექსპერტიზებში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები ამერიკის ფედერალური ბიუროდან. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ მტკიცებულებები მხოლოდ თვითმკვლელობის მიმართულებით არ უნდა იყოს მოპოვებული. ჩატარდება ალტერნატიული ექსპერტიზაც“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system