თავში

,,ბევრი ღია კითხვაა, რომელსაც გამოძიება არ სვამს" - ადვოკატები 5 მოწმის გამოკითხვას აპირებენ

,,ბევრი ღია კითხვაა, რომელსაც გამოძიება არ სვამს" - ადვოკატები 5 მოწმის გამოკითხვას აპირებენ
,,ბევრი ღია კითხვაა, რომელსაც გამოძიება არ სვამს - ადვოკატები 5 მოწმის გამოკითხვას აპირებენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები მოწმის სახით გამოკითხული 5 პირის: იაკობ ბრეგვაძის, ვახო ახვლედიანის, გურამ ამირხანაშვილის, კონსტანტინე ღიბრაძის, იაკობ ბრეგვაძისა და გიორგი ქათამაძის ხელახლა გამოკითხვას ითხოვენ.

როგორც report.ge-ს დაკავებულების ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განუცხადა, მოწმეებმა ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს, ამასთან, გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომელზეც გამოძიება კითხვებს არ სვამს. 

მისივე განმარტებით, თუკი, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე უარს განაცხადებენ, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.

,,მათთან გვაქვს ის კითხვები, რომელიც გაჩნდა, მათ შორის, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემდგომ, როდესაც გამოიკვეთა, რომ ნებაძე თურმე დაბრუნებულა და ა.შ. იმ წინააღმდეგობებზე, რომელიც საქმეში არსებობს და გამომძიებლებმა არ დასვეს დამაზუსტებელი შეკითხვები. გვაქვს ახალი, ფაქტობრივი გარემოებები, რომლიდან გამომდინარეც ვთვლით, რომ მოწმეს გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია, და სსკ-ის საპროცესო კოდექსის 113-ე, 114-ე მუხლი გვაძლევს ჩვენ საშაულებას, რომ გამოვკითხოთ მოწმე და თუ ის უარს აცხადებს, მოვითხოვოთ მისი დაკითხვა, მაგისტრანტ მოსამართლესთან, რომელიც 24 საათში განიხილავს ჩვენ შუამდგომლობას", - განუცხადა report.ge-ს ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატები მოწმის სახით გამოსაკითხ პირებს უწყებას დღეს გაუგზავნიან.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system