თავში

ბლაგვი საგნით გამოგვეკიდა - ბასილაშვილის ცოლის პირველი კომენტარი

ბლაგვი საგნით გამოგვეკიდა - ბასილაშვილის ცოლის პირველი კომენტარი
ბლაგვი საგნით გამოგვეკიდა - ბასილაშვილის ცოლის პირველი კომენტარი

საუბარია ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურ ძალადობაზე,- ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა.

"არ შემიძლია ახლა ამ თემაზე ლაპარაკი. ვაპირებ პრესკონფერენცია გავმართო. საუბარია ფიზიკურ ზალადობაზე ბავშვის თანდასწრებით. ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. 

როდესაც ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა დაემართა, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით, მე მეგონა ეს იყო ნაჯახი ან რამე მსგავსი. როგორც თვითონ ამბობს ეს იყო გიტარა, მე ვერ ვადასტურებ ზუსტად რა იყო. ერთი ის მახსოვს, რომ მანქანაში ჩავჯექი, ყველა დეტალს ვერ ვიხსენებ, თუმცა რაც მახსოვს ისაა, რომ ნიკოლოზის მამა გამომეკიდა რაღაცა საგანით, რა საგანი იყო ზუსტად არ ვიცი. "- განაცხადა დოროყაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ბასილაშვილმა გირაო უკვე გადაიხადა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system