თავში

ბოკოვი ინფორმაციას გაბუნიას ლიკვიდაციისთვის აგროვებდა - ადვოკატი

ბოკოვი ინფორმაციას გაბუნიას ლიკვიდაციისთვის აგროვებდა - ადვოკატი
ბოკოვი ინფორმაციას გაბუნიას ლიკვიდაციისთვის აგროვებდა - ადვოკატი

ამ პირების მიერ გიორგი გაბუნიას თვალთვალი და ადევნება მიუთითებს იმაზე, რომ გაბუნიას ლიკვიდაციის განზრახვა ჰქონდათ, - ამის შესახებ გიორგი გაბუნიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, გიორგი გაბუნიას დაზარალებულად ცნობა მოსალოდნელი იყო, რადგან ბოკოვი თანამზრახველებთან ერთად, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცისთვის აგროვებდა ინფორმაციას. 

"დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებული განცხადებით დადასტურდა ის რაც მოსალოდნელი იყო, რომ ეს პიროვნება დაკავებული იყო ინფორმაციის მოძიებით და ბუნებრივია მას ეს ინფორმაცია სჭირდებოდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის და ეს ახალი ბრალდება, კერძოდ, ბრალდების ის ნაწილი სადაც საუბარია ადევნებაზე და თვალთვალზე მიუთითებს, სწორედ იმაზე, რომ ლიკვიდაციის განზრახვა ჰქონდა ამ პირს და მის თანამზრახველებს," - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. გაბუნიას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, ტელეკომპანიებმა - "ფორმულამ" და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა საუბარი გიორგი გაბუნიაზე.

გიორგი გაბუნიასა და "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას მტკიცებით, ჟურნლისტის მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

აღნიშნულ განცხადებებს კადიროვის პასუხი მოჰყვა, რომელმაც გაბუნიას მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, მისი პირადი მტერი გახდება. თავის მხრივ, გაბუნუამ კადიროვს უპასუხა, რომ მას სიკვდილის არ ეშინია და კადიროვი დაჩოქილს ვერასოდეს ნახავს.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ, როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი.

გიორგი გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ ჩვენება საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. გაბუნიამ პროკურატურისგან სახელმწიფო დაცვის შეთავაზება მიიღო, რასაც ჟურნალისტი გარკვეული ფიქრის შემდეგ დათანხმდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system