თავში

ბოლნისში და მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

ბოლნისში და მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს
ბოლნისში და მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურსა და მარნეულში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავა, მათგან 2 "ნაციონალური მოძრაობის" 2 კი "ქართული ოცნების" წარმომადგენელია. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტი და 1977 წელს დაბადებული შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელი, რომლებმაც იძალადეს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მათ. ამასთან, 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, რომელმაც ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს. საარჩევნო კომისიის ადგილას განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ასევე დაკავებულია 1989 წელს დაბადებული, პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელმაც საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system