თავში

ბოლო ერთი კვირაში შრომის ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა

ბოლო ერთი კვირაში შრომის ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა
ბოლო ერთი კვირაში შრომის ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა

ბიზნეს და საგანმანათლებლო სექტორთან შეხვედრაზე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ გამკაცრებულ მონიტორინგზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ კონტროლის მიუხედავად, დარღვევის ფაქტები კვლავ ფიქსირდება, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი კი, დააჯარიმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ბექა ფერაძემ გამოჰყო ტურიზმის სექტორისთვის - განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის, დასაქმებულების ორკვირიანი პერიოდულობით ტესტირების ვალდებულებას ეხება. 

მისი განცხადებით, ინიციატივას საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. 

მან უსაფრთხო მასპინძლობისთვის იმუნიზაციის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system