თავში

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო. 

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც მისი ადვოკატი, დავით ნოზაძე აცხადებს, გოგიჩაიშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. მან სასამართლოს დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 20 000 ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი 29 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალად ქრთამის აღება ედებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system