თავში

ბოთლი - ახალი დეტალი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში

ბოთლი - ახალი დეტალი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
ბოთლი - ახალი დეტალი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში მივიდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, მანქანაში ნაპოვნი იქნა ბოთლი, რომელშიც აღმოჩენილია იშვიათი ნივთიერებები.

მიხეილ რამიშვილი უწყებისგან აღნიშნული ბოთლის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოითხოვს. 

"ბოთლში, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა, აღმოჩენილია "დოქსილამინი" და "კარდოლაქსი", აღმოჩენილია წვეთების სახით. დოქსილამინი იშვიათი მედიკამენტია, როგორც ჩანს ეს მედიკამენტები იქნა ამ ბოთლში გახსნილი. თამუნას ორგანიზმში აღმოაჩნდა კლოფელინი, რომელიც ადამიანს თიშავს. ავტომობილში არ არის აღმოჩენილი არანაირი შუშა ან შეფუთვა ამ წამლის", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system