თავში

ბოტოქსი სიცრუეა, კანზე ვმკურნალობდი - სააკაშვილი

ბოტოქსი სიცრუეა, კანზე ვმკურნალობდი - სააკაშვილი
ბოტოქსი სიცრუეა, კანზე ვმკურნალობდი - სააკაშვილი

"რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე... გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომლებზეც ლაპარაკობთ, გაუგზავნეთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა, თუ ეს იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობდნენ." - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თანხების გაფლანგვის საქმის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებშიც შეგიძლიათ, რომ ნახოთ როგორ არის დასივებული სახე 2008 წლის შემდეგ და რომელიც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს" - აღნიშნა სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system