თავში

ბრალდებულები და მსჯავრდებულები რამდენიმე უწყების ცხელ ხაზზე ნებისმიერ დროს დარეკავენ

ბრალდებულები და მსჯავრდებულები რამდენიმე უწყების ცხელ ხაზზე ნებისმიერ დროს დარეკავენ
ბრალდებულები და მსჯავრდებულები რამდენიმე უწყების ცხელ ხაზზე ნებისმიერ დროს დარეკავენ

ბრალდებულს და მსჯავრდებულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის და გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება ნებისმიერ დროს შეეძლება.

“პატიმრობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით დაამტკიცა. პროექტი პარლამენტის წევრების მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და სოზარ სუბარის საკანონმდებლო ინიციატივაა.

კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება ნებისმიერ დროს შეეძლება, მათ შორის სამარტოო საკანში ყოფნისას, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას და სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას.

ამასთან, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი დაწესებულების ხარჯით ხორციელდება. საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება ის წესიც, რომ “პატიმრობის კოდექსით“ დადგენილი სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ გავრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system