თავში

ბრალდებული, რომელმაც დედა სცემა, ბათუმის სასამართლომ გაამართლა

ბრალდებული, რომელმაც დედა სცემა, ბათუმის სასამართლომ გაამართლა
ბრალდებული, რომელმაც დედა სცემა, ბათუმის სასამართლომ გაამართლა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დედა სცემა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლემ მას შემდეგ გამოიტანა, რაც სასამართლო პროცესზე დედამ შვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა და დუმილი არჩია. მოსამართლის განმარტებით საქმეში ოჯახური ძალადობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

„გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს გ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი (ოჯახში ძალადობა) დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე,“ – აღნიშნულია განაჩენში.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა დედა ორჯერ სცემა.

გამოძიება ბრალდებულს სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა. საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულმა სახლის კარი და იქვე მდებარე მაღაზიის ვიტრაჟი სანადირო თოფიდან გასროლით ჩაამსხვრია. ამ ნაწილში მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო და ბრალდებულს ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის ამ დანაშაულის ჩადენამდე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ მოსამართლემ მას 3 ათასი ლარის გადახდაც დააკისრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system