თავში

ბრალდებულს, რომელმაც დედა მოკლა და ცხედარი დაწვა, პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულს, რომელმაც დედა მოკლა და ცხედარი დაწვა, პატიმრობა შეეფარდა
ბრალდებულს, რომელმაც დედა მოკლა და ცხედარი დაწვა, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისანში დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბერდია სურმავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის მტკიცებით, არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რის გამოც ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი მისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ცნობისთვის, 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system