თავში

ბრძოლას ყველა მეთოდით გავაგრძელებთ - ნიკა მელიას ადვოკატი

ბრძოლას ყველა მეთოდით გავაგრძელებთ - ნიკა მელიას ადვოკატი
ბრძოლას ყველა მეთოდით გავაგრძელებთ  - ნიკა მელიას ადვოკატი

ეს გადაწყვეტილება იკითხებოდა პროცესის პირველივე წუთებიდანვე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

კონდახაშვილის თქმით, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ისინი ბრძოლას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპულ ასპარეზზეც გააგრძელებენ.  

"ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლომ ელემენტარულად ვერ გამოიჩინა პრინციპულობა და ვერ დადგა კანონის მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მეთოდით, რაც არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაშვებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპულ ასპარეზზე. იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა და ხელისუფლება 2 თვის განმავლობაში ავრცელებდნენ პროპაგანდას, რომ თურმე ნიკა მელიას შეეძლო გირაოს გადახდა და გამოსვლა, დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა და მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ სასამართლო დარბაზში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system