თავში

პროკურორი: სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს

პროკურორი: სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს
პროკურორი: სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს

,,მთავარი არხის" დამფუძნებლისა და „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს.

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაგრძელდება წინასასამართლო სხდომა ბრალდებულების ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. 

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე იმსჯელებს მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის და სისხლის სამართლის საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული არის მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და შექმნილი მტკიცებულებები გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას. მიგვაჩნია, რომ საქმე სრული მოცულობით გადაეცემა არსებითად განსახილველად“,- განაცხადა პროკურორმა.

ნიკა გვარამიას გამოძიება "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვასა და გაყალბებას ედავება. 

ამავე საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა "რუსთავი 2-ის" ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია "ინტერმედია პლიუსის" დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system