თავში

ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილ პროკურორს ბრალი წარედგინა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილ პროკურორს ბრალი წარედგინა
ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილ პროკურორს ბრალი წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს, ირაკლი წერეთელს ბრალი წარედგინა. წერეთელს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მოკლულის მამამ, სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააჟღერა.

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ დონაძე სახელდებოდა.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე 5 პირი ცნო დამნაშავედ.

ესენი იყვნენ გურამ გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა, დავით იაშვილი და ზაზა ბაქრაძე. მათგან ბრალს მხოლოდ ერთი - ზაზა ბაქრაძე აღიარებდა.

ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

გურამ დონაძეს 5 წლით და 3 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, და მას 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

დავით იაშვილს 5 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვით აეკრძალა.

ზურა მიქაძეს 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამიესაჯა და თანამდებობას 2 წლით და 3 თვით ვერ დაიკავებს.

ირაკლი ფირცხალავას 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, და 2.3 წლით თანამდებობას ვერ დაიკავებს.

გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა.

რამდენიმე დღის წინ კი ამავე საქმეზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინეს ყოფილე მინისტრებს - ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილსაც. მათ მიმართ ბრალდების დადგენილება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის გ’ ქვეპუნქტის მიხედვით არის გამოტანილი, რომელიც სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system