თავში

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლის განმარტებით, საქმეში არ გამოკვეთილა ახალი გარემოებები, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა, შესაბამისად, ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება.

თავად ბრალდებული პროცესს არ დასწრებია. 

სხდომის დასაწყისში ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა პროცესის გადადება მოითხოვა, რადგან, მისი მტკიცებით, ის დღეს ვერ დაიცავდა ოქრუაშვილის ინტერესებს. აღნიშნული განცხადების შემდეგ მან დარბაზი დატოვა. 

ვინაიდან სხდომას თავად ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ, მოსამართლემ პროცესი გადადო და მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი დღეს ვერ განიხილეს.

სხდომა 10 თებერვალს, 11:30 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი პროკურატურამ 19 ნოემბერს ბრალი წაუყენა . 22 ნოემბერს სასამართლომ ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system