თავში

ჩემში იმედის ნაპერწკალმა გაიელვა - აკაკი კობალაძის პირველი კომენტარი

ჩემში იმედის ნაპერწკალმა გაიელვა - აკაკი კობალაძის პირველი კომენტარი
ჩემში იმედის ნაპერწკალმა გაიელვა - აკაკი კობალაძის პირველი კომენტარი

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულები, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

როგორც აკაკი კობალაძემ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. 

„აბსოლუტურად უძლური იყო სამართლებრივად ის ბრალდება, რაც შეთხზეს, მიუხედავად ამისა, ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ დღეს ასე გადაწყდა და გამოგვიშვეს გირაოს შეფარდებით.

ჩემში სამართლისადმი იმედის ნაპერწკალმა გაიელვა, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაშიც სამართლის მიღწევა“, - განაცხადა აკაკი კობალაძემ.

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს სასამართლომ 10 000-10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში 7 ნოემბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system