თავში

"ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ" - გოგა გზირიშვილი

"ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ" - გოგა გზირიშვილი
ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ - გოგა გზირიშვილი

"განზრახ არ მომიკლავს", - ეს სიტყვები სასამართლო პროცესზე ორსული ცოლის ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა წარმოთქვა. 

გოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაულის გააზრების შემდეგ პოლიციას თავად დაურეკა.

"როგორც კი გავაანალიზე რა გავაკეთე, დავრეკე და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ", - განაცხადა გზირიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system