თავში

ჩემი ქმარი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს - გარეჯის საქმეზე დაკავებულის მეუღლე

ჩემი ქმარი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს - გარეჯის საქმეზე დაკავებულის
ჩემი ქმარი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს - გარეჯის საქმეზე დაკავებულის მეუღლე

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას დაკავებას პოლიტიკური მოტივი აქვს. ამის შესახებ ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ განაცხადა.

სულაძის თქმით, ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს ებრძვის, რის შედეგადაც ისინი იჩაგრებიან.

"ჩემმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ ის და ნატალია ილიჩევა დააკავეს. მიზეზი რა თქმა უნდა პოლიტიკურია. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე და ყველა კარგად ხედავს, თუ რა ხდება, ეს ახლა არ დაწყებულა. ეს არის დიდი სპექტაკლი, რომელიც დადგეს და როდესაც კომისია გამოცვალეს მე მაშინვე ეჭვი შემეპარა, რადგან კომისიას არანაირი ბრალი არ ჰქონდა და ძალიან ძლიერი იყო. ჩვენ ვისრისებით იმაში, რომ ერთი პოლიტიკური ძალა ებრძვის მეორეს", - განაცხადა თამარ სულაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system