თავში

გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია საქმეში პროცედურულ დარღვევებსა და საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ განაჩენთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობით, უზენაეს სასამართლოს 6 თებერვალს მიმართა. 

როგორც უფლებადამცველმა report.ge-ს განუცხადა, თადუმაძე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოუკერძოებელი და ობიექტური ვერ იქნება.

,,სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვის დროს, შალვა თადუმაძე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამ საქმეში ის ობიექტური ვერ იქნება, როგორ შეიძლება, ერთ მხარეს წარმოადგენდეს პროკურატურას, ერთ-ერთ ინსტანციაში და მეორე ინსტანციაში იყოს მოსამართლე, წარმოუდგენელია", - აცხადებს ბექა ბასილაია. 

შეგახსენებთ, 2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეზე დამნაშავედ ცნო.

გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების საქმეზე, 2019 წლის 5 დეკემბერს სასამართლომ ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მოწმის სახით დაკითხა. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები. მისივე თქმით, ლონდონში ყოფნისას მას შავებში ჩაცმულმა კაცმა მუქარის წერილი გადასცა. კაპანაძე ამტკიცებს, რომ მას აიძულებდნენ გაჩუმებულიყო და უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა.

გამოძიება ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system