თავში

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა.

ცნობისთვის, მარტვილის ჭყონდიდის ეპარქიაშია ხმაურია. მეუფე სტეფანეს მრევლი გადაადგილების უფლებას არ აძლევს.

დღეს ეპარქიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით 2 დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

ამ დროს, აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა. დაშავდნენ "ტვ პირველის", "ფორმულას", "რუსთავი ორისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system