თავში

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

კასპის რაიონში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გორის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოკლული ბავშვის მამის ნათესავები განაჩენით უკმაყოფილები არიან. ისინი ბრალდებულის მიმართ სასჯელის უმაღლესი ფორმის გამოყენებას ითხოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავეს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system