თავში

დანაშაული არ დგინდება - პროკურორი

დანაშაული არ დგინდება - პროკურორი
დანაშაული არ დგინდება - პროკურორი

თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში რომელიმე სუბიექტის დანაშაული არ დგინდება, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საქმეზე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

,,კონკრეტულად, დანაშაულის ნიშნები, რაზეც საქმე ძიებაშია, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოცემულობით,
არ დგინდება რომელიმე სუბიექტის მიერ დანაშაულის ჩადენა. ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზის დასკვნა, რამაც ჩვენ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ საქმეზე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება,"- განაცხადა პროკურორმა. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system