თავში

,,დადასტურდა, რომ ბრალდებულს არ წაურთმევია პოლიციელისთვის იარაღი" - ადვოკატი

,,დადასტურდა, რომ ბრალდებულს არ წაურთმევია პოლიციელისთვის იარაღი" - ადვოკატი
,,დადასტურდა, რომ ბრალდებულს არ წაურთმევია პოლიციელისთვის იარაღი - ადვოკატი

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში გამამართლებელი განაჩენის შესახებ წერს. 

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, პირი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. 

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გადაურჩა.

,,ე. ხ-ძე მძიმე ბრალდებებში სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. 

გამართლებული გადაურჩა 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 

ე. ხ-ძეს პროკურატურა ედავებოდა, თითქოს ის თავს დაესხა პოლიციელს და წაართვა (ჩამოართვა დაუფლების მიზნით) მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. (237-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 353 პრიმა მუხლი).

სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევით დადასტურდა, რომ ბრალდებულს არ წაურთმევია პოლიციელისთვის იარაღი. ასევე დადასტურდა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიციის თანამშრომლის მიმართ თავდასხმას.

ჯვარედინი დაკითხვის შედეგად, მთავარ მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაში მოვიდა დაზარალებულის ჩვენებასთან. ასევე, დაზარალებულის ჩვენება თავის თავში შეიცავდა სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას.

ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებები კი იყო ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი. სრულად ადასტურებდა დაცვის მხარის პოზიციის სისწორეს.ე. ხ-ძის ქმედება სწორად დაკვალიცირდა ძალადობად", - წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

report.ge-ს ინფორმაციით, ბრალდებული ელიზბარ ხითარიძე მიმალვაში იმყოფებოდა და განაჩენს ელოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system