თავში

"დაგელოდებით და ყველა პაციენტში დაგიწყებთ ძებნას"

"დაგელოდებით და ყველა პაციენტში დაგიწყებთ ძებნას"
დაგელოდებით და ყველა პაციენტში დაგიწყებთ ძებნას

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელშ უცნობ ქალს მიმართავს, რომელიც მისი შვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა. 

"მივმართავ იქს ნინოს, როგორც პროკურატურამ შეარქვა. იმედია ეს თქვენი ნამდვილი სახელი არ იქნება ქ-ნო ნინო. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოსამძიმრებისთვის, სამწუხაროდ ვერ გნახეთ და ვერ გაგიცანით გმირი ქ-ნი (რამეთუ უხილავი მტრისგან ასეთ დარტყმას არ ველოდი) და გაგაფრთხილოთ,აქამდე შეიძლება არაფერი დაეშავებინათ თქვენთვის, (სანამ საქმე დაიხურებოდა) ახლა უფრო ადვილად გაგიმეტებენ, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება თამარივით არ დაუშვათ შეცდომა და მომაწოდოთ ინფორმაცია ე.წ. " ციგანსკაია პოჩტით" ან მასკიროვკით (თმის პარიკი, ულვაში თუ ლინზა იქნება) მომმართოთ პოლიკლინიკაში, როგორც პაციენტმა - რუსთავის გზატკეცილი 28. სადაც არავის გაუკვირდება პაციენტის შემოსვლა ჩემთან. ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ. (ბავშვი ფილფანიც კი ვერ იპოვეს). კიდევ ვიმეორებ თუკი შეძელით თამუნას საპატივსაცემოდ მოსვლა მის პანაშვიდზე ახლაც შეძლებთ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად მოსვლას, რომელსაც მე გპირდებით თამარის სახელით. თამუნას გამოცდილება არ ეყო და უთქმელობამ დაღუპა კიდეც. იმედია თქვენ უფრო მეტად გაგიმართლებთ თუ სწორად იმოქმედებთ. ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა. მე კი დაგელოდებით და ყველა პაციენტში დაგიწყებთ ძებნას. პატივისცემით თამარის დედა თეონა. წარმატებები" - წერს თამაზაშვილი. 

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის საქმეში არსებობს ფოტორობოტები, რომელზეც ახალგაზრდა ქალია გამოსახული.

გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი იხსენებს, რომ ეს ადამიანი პანაშვიდზე გვიან ღამით მივიდა,

"დავარქვით X ნინო, იმიტომ რომ ჩვენ არც ვიცით მას ნამდვილად ერქვა ნინო თუ არა. მოსული იყო თამუნას პანაშვიდზე და ცხარე ცრემლით ტიროდა. მერე რაღაც მომენტში წამოდგა, მივიდა სასახლესთან, დაემხო და თამუნას უხდიდა ბოდიშებს. შემდეგ მოითხოვა, რომ დედა მაჩვენეთო. შემოიყვანეს ჩემს ოთახში სადაც ვიყავი შოკურ მდგომარეობაში და ვერ აღვიქვამდი გარშემო რა ხდებოდა. ამ ქალბატონს თურმე თავიდან ბოლომდე დავუკოცნივარ და ამით გამოხატა ერთგვარი პატივისცემა", - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

ოჯახის მეზობლების თქმით, ქალი საეჭვოდ იმიტომ მიიჩნიეს, რომ ის აქამდე არავის ენახა. წასვლისას კი იკითხა, სანდო იყო თუ არა მძღოლი, რომელსაც ფონიჭალიდან საბურთალომდე უნდა გაეყვანა.

"X ნინო" სამართალდამცველებს ამ დრომდე არ უპოვიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system