თავში

დაგვღალე უკვე შენი გამოხტომებით - ელისო კილაძე

დაგვღალე უკვე შენი გამოხტომებით - ელისო კილაძე
დაგვღალე უკვე შენი გამოხტომებით - ელისო კილაძე

ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმართავს და ურჩევს, მას და ნიკა გვარამიას "ჩაბარდეს", რადგან მისი თქმით, ესებუას ადრე თუ გვიან მაინც დაიჭერენ, ხოლო მათთან კონტაქტზე გამოსვლის შემთხვევაში უსაფრთხოებაც და კარგი ადვოკატიც გარანტირებული ექნება. 

"ეი,რობინ ჰუდ ნამეტანი მოგდის ბრატ !

გაშიფრული ხარ ,ვინაობა ვიცით,მოქმედი სამხედრო ხარ და დაგვღალე უკვე შენი გამოხტომებით !

ადრე თუ გვიან დაგიჭერენ მაინც !

მოდი რა ჩაგვბარდი მე და გვარამიას !

უსაფრთხოებაც გარანტირებული გექნება და კარგი ადვოკატიც !

გამარჯობა,ბადრი !

p.s.ვაზუსტებ მაინც,სტატუსი ნახევრად იუმორისტულია" - წერს კილაძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system