თავში

დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად - თბილისის მერია უნებართვო პლაკატების გაკვრაზე

დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად - თბილისის მერი
დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად - თბილისის მერია უნებართვო პლაკატების გაკვრაზე

ჯგუფი, რომელმაც თბილისში ანტიოპოზიციური პლაკატები გააკრეს, მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა. მერიაში აცხადებენ, რომ ისინი კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. 

"პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე.

სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.

თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს", - ნათქვამია მერიის გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system