თავში

დალია, მოწია და გადმოვიდა ძალადობაზე - მეგობარი ქალი გოგი წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

დალია, მოწია და გადმოვიდა ძალადობაზე - მეგობარი ქალი გოგი წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
დალია, მოწია და გადმოვიდა ძალადობაზე - მეგობარი ქალი გოგი წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

"თავისუფალი საქართველოს" ყოფილი წევრი გოგი წულაია ამ წუთებში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. ის პოლიციამ გვიან ღამით დააკავა.

აღნიშნულ საქმეში დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

"წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლი კაცია. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მე თავს ვუშველე, აბსოლუტურად დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი. სადაც მოახერხა მოწვდომა. ვფიქრობ ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური რამ ჩაიდინა, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სხვა სექსუალური ძალადობა. არავინ გამიბედოს შემოთავაზება - დაინდეო, არ ვაპატიებ ასეთ მოძალადე მამაკაცს," - ამბობს "კურიერთან" სატელეფონო საუბარში დაზარალებული ქალი.

"თავისუფალი საქართველოს" ყოფილი წევრი, გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system