თავში

დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში 10%-ით შემცირდა - გომელაური

დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში 10%-ით შემცირდა - გომელაური
დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში 10%-ით შემცირდა - გომელაური

ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. არსებული მონაცემები კი საპირისპიროს ადასტურებენ და მსგავსი განცხადებები მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში 10%-ით შემცირდა.

"მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ჩვენი ძირითადი საქმიანობის კუთხით და ამ მიმართულებით, უმთავრესი, რა თქმა უნდა, გახლავთ კრიმინალთან ბრძოლა. სამართალდამცველთა მუშაობის შედეგად, დანაშაული, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა 10%-ით. უფრო მეტსაც გეტყვით, კლების მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაქვს ისეთ დანაშაულებზე, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა -42%, გამოძალვა -34%, ძარცვა -25%, ქურდობა -12% , შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც -28%, მკვლელობის მცდელობა-5%. ეს გახლავთ რეალური ციფრები, რასაც ყოველთვიურად ვაქვეყნებთ. ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. არსებული მონაცემები კი საპირისპიროს ადასტურებენ და მსგავსი განცხადებები მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული", - განაცხადა გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system