თავში

დვალი და აქიმიძე "რუსთავი 2-ს" 60%-ის დაყადაღებას ითხოვენ

დაყადაღებას ითხოვენ
დვალი და აქიმიძე რუსთავი 2-ს 60%-ის დაყადაღებას ითხოვენ

"ვიწყებთ სამართლებრივი ბრძოლის ახალ ეტაპს "რუსთავი 2 -ს" დასაბრუნებლად" - ამის შესახებ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

დვალი და აქიმიძე სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ს" წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს დღეს მიმართავენ. 

"დღეს სასამართლოში სარჩელის შეტანით იმედი გვაქვს, რომ მართმსაჯულება ყურადღებით მოეკიდება პრობლემას, რომელიც ამ ქვეყნის მედიის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებების აღდგენას შეეხება. იმედი გავქვს პროცესი ქინება საჯარო, გამჭირვალე და მას ყურადღებიით დააკვირდებიან, როგორც სხვადასხვა მედიის საშუალებები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კარგად გვესმის რომ "რუსთავი 2-თან" დაკავშირებული საქმეები მოექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამიტომ წინასწარ ვაცხადებ, რომ ჩვენი მოქმედებები იქნება ღია, ტრანსფარენტული და საჯარო. მივმართავთ ყველა მედია საშუალებას მხარდაჭერის ტხოვნით, სამოსაქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუს აქტიური მონიტორინგი გაუწიონ მთელ ამ პროცეს.  არ დავიღლებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩვენს ფრთიან ფრაზას: რუსთავი ორის მიმართ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს" -  განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

მოსარჩელე მხარის ადვოკატი, საიას ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელოს" წევრი, კახა კოჟორიძე იქნება. კოჟორიძემ დვალი-აქიმიძის სამართლებრივი ბრძოლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

"შევისწავლე ეს საქმე და სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მოვნახე. რამოდენიმე დღეში შევხვდი მათ, ავუხსენი იურიდიულად რა იყო გასაკეთებელი. მათ მოეწონათ ეს გზა და დავიწყეთ მუშაობა... ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი გამოვიდა, რაც კი ოდესმე დამიწერია", -  დაწერა უფლებადამცველმა ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

კოჟორიძე სასამართლოში სარჩელის შეტანას 15:00 საათისთვის გეგმავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system