თავში

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე შეარჩიეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე შეარჩიეს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე შეარჩიეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია.

ქადაგიძეს მხარი საბჭომ 12 -მა წევრმა დაუჭირა. 

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ. რაც შეეხება კიდევ ერთ არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, მან ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. 

იუსტიციის საბჭო ნინო ქადაგიძის კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. 

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 2 აგვისტოდან გახდა ვაკანტური, მას შემდეგ,რაც ნინო გვენეტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად, გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system