თავში

დაცვის პოზიცია დაუსაბუთებელია - პროკურორი

დაცვის პოზიცია დაუსაბუთებელია - პროკურორი
დაცვის პოზიცია დაუსაბუთებელია - პროკურორი

დაცვის პოზიცია არის დაუსაბუთებელი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკრეტული პარტიის ოფისთან არავინ არის მობილიზებული, - ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ნიკა მელიას სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

„გადაჭრით არ შეიძლება ამის თქმა, რომ პარტიის ოფისთან არიან პოლიციელები მობილიზებული, როცა ეს ასე არ არის. დაცვის პოზიცია ყოველთვის გადის უპატივცემულობაზე დარღვევის კონტექსტში ბრალდებულის ქმედებასთან. ნებისმიერი შუამდგომლობა სამართლებრივი მოცემულობა არის, რომ დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით. ჰიპოთეტურ დაშვებებზე დაფუძნებული შუამდგომლობა არ და ვერ იქნებ პროცესის მიზნებთან შესაბამისობაში“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. 

როგორც ისინი აცხადებენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნიკა მელიას დაკავებას აპირებენ.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პარტიის ოფისთან ახლოს მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა და მათივე თქმით, განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system