თავში

დაცვის მხარე რურუასთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

დაცვის მხარე რურუასთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
დაცვის მხარე რურუასთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა და ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system