თავში

დაცვის მხარემ საზოგადოებასაც ვერ დააჯერა საკუთარი ტყუილი - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

დაცვის მხარემ საზოგადოებასაც ვერ დააჯერა საკუთარი ტყუილი - შაქარაშვილი
დაცვის მხარემ საზოგადოებასაც ვერ დააჯერა საკუთარი ტყუილი - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის თქმით, დაცვის მხარემ საზოგადოებას ვერ დააჯერა საკუთარი ტყუილი.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გარდა არაფერს არ ელოდება.

"გვექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დაცვის მხარემ ვერაფერი ვერ გააკეთა სასამართლო დარბაზში, საზოგადოებასაც ვერ დააჯერა საკუთარი ტყუილი და ამჯერად მათი კომენტარები მიმართულია იქითკენ, რომ ბრალდებულების ოჯახს მაინც დაანახონ, რომ გარკვეული პოზიციები მათ მიერ გამყარდა სასამართლო პროცესზე, რაც რეალობას არანაირად არ შეესაბამება. ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, რომ თურმე სამართლებრივად გაგვანადგურა და ა.შ. და შეეცოდა ბრალდების მხარე. სასაცილოც არის, როდესაც ასეთ კომენტარებს აკეთებენ ადვოკატები საჯაროდ. პირიქით, ჩვენ უფრო გვეცოდებოდა დაცვის მხარე, როდესაც ისინი ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ რა უნდა ელაპარაკათ დაცვით სიტყვაში. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მოლოდინებს, დღეს წერტილი დაესმება დაცვის მხარის ამდაგვარ საუბრებს საჯარო სივრცეში. ჩემთვის გაუგებარია თუ რის საფუძველზე აცხადებენ ისინი ასეთ რაღაცებს . დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოოდ, თვითონ დაცვის მხარე დაადასტურებს იმას, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.

რაც შეეხება ბრალდებულების იმ ნაწილს, რომლებმაც ჩვენება არ მისცეს სასამართლოს და დღეს აპირებენ საბოლოო სიტყვაში თავიანთი სათქმელის თქმას, რა თქმა უნდა მოლოდინი ერთადერთია, რომ ისინი იგივენაირად იცრუებენ, როგორც ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვასილ მახარაძემ იცრუეს.

რაც შეეხება განაჩენს, რა თქმა უნდა ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გარდა არაფერს არ ელოდება და გამორიცხულია სხვა განაჩენი დააყენოს სასამართლომ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. აღნიშნულ პროცესზე მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ და საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ ბრალდებულები, რის შემდეგაც, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. სხდომის დაწებამდე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ 9 თვის განმავლობაში არც ერთი მტკიცებულება და მოწმობა იმის შესახებ, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია, არ გამოვლენილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system