თავში

დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში - სააკაშვილის ადვოკატი

დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში - სააკაშვილის ადვოკატი
დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში - სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება იქამდე უნდა იყოს მიღებული, ვიდრე ის კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. 

მისივე ინფორმაციით, ასეთივე რეკომენდაციას იძლევნიან სპეციალისტები. 

"ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, კრიტიკულ მდგომარეობას აღარ უნდა დაელოდოს და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში და ამას ითხოვს ელემენტარული ადამიანურობა. არ არის დრო პოლიტიკური ბოღმის ნთხევისთვის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის მანძილზე აკეთებდა. ჩვენ მოვისმინეთ პროფესიონალის განცხადება და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში,"-აცხადებს ბექა ბასილაია.

მან ასევე ისაუბრა მოახლოებულ სასამართლო პროცესზეც, სადაც 7 ნოემბრის საქმე უნდა განიხილონ. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში უნდა ჩატარდეს და არა პენიტენციურ დაწესებულებაში.

"იუსტიციის მინისტრს არ აქვს უფლება სასამართლოს მისცეს დირექტივა, სად უნდა ჩატარდეს პროცესი, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა ამ საქმეზე სხვა ადამიანებიც არიან ბრალდებულები, რომელთაც ციხეში შესვლის არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ,"- აცხადებს ბექა ბასილაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system