თავში

დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

ბიზნესმენისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება საქალაქო სასამართლომ შეცვალა.

ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განმარტებით, ბრალდებულს საზღვარგარეთ ოპერაცია და გამოკვლევები სჭირდება. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის გაუარესებიდან გამომდინარე, სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა სრულად და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდა გირაო, 10 ათასი ლარის ოდენობით", - განაცხადა კოდუას ადვოკატმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

ცოლ-შვილის მიმართ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დავით კოდუას ბრალდება 13 აპრილს წარედგინა.

კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით 12 აპრილს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system