თავში

,,დავინახე, როგორ ჩაარტყა ქვა" - ახალი ჩვენება შაქარაშვილის საქმეში

,,დავინახე, როგორ ჩაარტყა ქვა" - ახალი ჩვენება შაქარაშვილის საქმეში
,,დავინახე, როგორ ჩაარტყა ქვა - ახალი ჩვენება შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმეში, საბედისწერო დაბადების დღის იუბილარ ანა გებაჩავას კიდევ ერთი ჩვენება ვრცელდება

გაბეჩავამ დახურულ სასამართლო სხდომაზე გაიხსენა, როგორ დაიწყო დაპირისპირება საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის.

სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

„წვეულება ძალიან კარგად მიდიოდა, სანამ საბურთალოელები მოვიდოდნენ. არაფერი არ არეულა, ყველაფერი კარგად იყო, ვერთობოდით. როდესაც საბურთალოელები მოვიდნენ, ერთ-ერთ მათგანს, კოკო ღიბრაძეს, თითქოს, ვიღაცამ მიაყენა შეურაცხყოფა – დიჯეით მიმართა, ეგ არ ესიამოვნათ და მაგის შემდეგ ნახალოვკელებსა და საბურთალოელებს შორის დაძაბულობა იყო. ეს დიჯეის ეპიზოდი მოხდა დაახლოებით 6-7 საათისკენ, როდესაც საბურთალოელები მოვიდნენ აგარაკზე და ჩხუბი დაიწყო 4 საათის შემდეგ“, - ყვება გაბეჩავა.

გებეჩავამ სხდომაზე ნარეკვავში მომხდარი სისხლიანი გარჩევაც გაიხსენა.

„როდესაც გავედი, კიბესთან იდგნენ ნიკა ხეჩოშვილი და საბა ჩხარტიშვილი. დავინახე როგორ ჩაარტყა ქვა საბა ჩხარტიშვილმა ნიკა ხეჩოშვილს, და ასევე, საბა გოგშელიძე. ამის შემდეგ წაქაძე ირაკლი და ხოჯევანიშვილი ნიკა სცემდნენ ნიკა ხეჩოშვილს. ეს იყო პირველი ჩხუბი, კიბის ეპიზოდი და შემდეგ ქვემოთ იწყებენ ჩხუბს. ასევე, ვნახე ვახო ჩიქოვანი ძალიან ნაცემი“, – ამბობს გაბეჩავა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმეცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system