თავში

დავით ასათიანი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

დავით ასათიანი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს
დავით ასათიანი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე" დავით ასათიანი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ,ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება.

დავით ასათიანი საგამოძიებო ორგანოებს კანონმდებლობის დაცვისა და ადვოკატის პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობისკენ მოუწოდებს.

,,ახლახანს შევხვდი ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, მისი ყველა მოქმედება მისი დაცვის ქვეშ მყოფებისა და გამოძიების ობიექტურად წარმართვის ინტერესითაა განპირობებული.

რაც შეეხება ადვოკატის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის მოპოვებას - იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის როგორც მობილურ ტელეფონში, ისე სხვა ელექტრულ მატარებლებზე შეიძლება ინახებოდეს არაერთი კლიენტის, სხვადასხვა სახის, პროფესიული საიდუმლოების შემცველი კონფიდენციალური ინფორმაცია, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს იმოქმედონ კანონმდებლობისა და სასამართლოს განჩინების მოთხოვნათა სრული დაცვით და უზრუნველყონ ადვოკატის პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა.

მაქსიმალური ყურადღებით ვაკვირდებით ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ადვოკატის მიერ თავისი საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება, ისე პროფესიული ხასიათის ინფორმაციის კონფიდენციალობის განუხრელად დაცვა", - წერს დავით ასათიანი.

ცნობისთვის, ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის თქმით, მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი, დავით გურგენიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system