თავში

დავით ფურცხვანიძეს ბრალი წაუყენეს

დავით ფურცხვანიძეს ბრალი წაუყენეს
დავით ფურცხვანიძეს ბრალი წაუყენეს

ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფიგურანტ დავით ფურცხვანიძეს ბრალი წაუყენეს. გამოძიება მას მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავება. ადგილზე იმყოფებოდა ფურცხვანიძის ადვოკატი, რომლემაც განაცხადა, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ფურცხვანიძე აშშ-ში წასვლას სამსახურებრივი ვიზიტით გეგმავდა. 

ფურცხვანიძის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, ფურცხვანიძემ გარკვეული ფოტო-მასალ მიაწოდა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტის მიერ არის გადაღებული და იმ ადგილს, ასახავს, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს. რამიშვილი აცხადებს, რომ ფოტოები 19 ივნისით თარიღდება და ჩანს, რომ იმ დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მაწევანის ტყეში არ დგას.

დავით ფურცვანიძე, რომელმაც რამიშვილს აღნიშნული ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს. რამიშვილი ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული მასალების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ განაცხადა, რომ სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები ყალბია.

რამიშვილი მომხდარს მის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც გააკეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system