თავში

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, დაკავებული 4 პირიდან 2 პოლიციელია

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, დაკავებული 4 პირიდან 2 პოლიციელია
დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, დაკავებული 4 პირიდან 2 პოლიციელია

დავით მუმლაძის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 4 პირია დაკავებული, მათ შორის 2 პოლიციელი. აღნიშნულ ინფორმაციას, ერთ-ერთი დაკავებულის, 

უფლებადამცველ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გეთაშვილის ინტერესების დამცველი ავრცელებს. ადვოკატის განმარტებით, გეთაშვილს, რომელიც მოკლულის მეგობარია, გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.
ალექსანდრე კობაიძე წუხელ გეთაშვილს ქვემო ქართლის პოლიციაში შეხვდა. პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა პროცედურული ნორმების დარღვევებზეც ისაუბრა.
მისივე თქმით, მოკლული დავით მუმლაძე და გიორგი გეთაშვილი მეგობრები იყვნენ, ხოლო ბოლოს გეთაშვილმა მუმლაძე 1-ელ ოქტომბერს ნახა.

„მანქანით იყვნენ ერთად, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციამ გააჩერა. მანქანიდან გადმოიყვანეს მუმლაძე, დაადეს ხელბორკილი, ჩაისვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს, გეთაშვილს კიდევ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გათიშეს. როცა მუმლაძე დაიკარგა და ოჯახმა პოლიციას მიმართა, დაკითხეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელთანაც ფიქსირდებოდა მუმლაძის მიერ განხორციელებული ბოლო სატელეფონო ზარი. მაშინ გეთაშვილს შეეშინდა და არ უხსენებია ის, რაც პოლიციასთან დაკავშირებით მოხდა. გამოძიება სწორედ ამის გამო ედავება ცრუ ჩვენების მიცემას“, - განაცხადა კობაიძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, გეთაშვილს ბრალს სავარაუდოდ, პროკურატურა დღეს წაუყენებს, სასამართლო პროცესი კი სამშაბათს ჩატარდება.

36 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. გარდაცვლილი დავით მუმლაძეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system