თავში

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­ნაბ­დე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლე ვა­ლე­რი­ან ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მე­ნაბ­დეს პა­ტიმ­რო­ბა 10 წლი­თა და 6 თვის ვა­დით მი­ე­სა­ჯა.

გი­ორ­გი მე­ნაბ­დის ად­ვო­კა­ტის და­ვით და­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

"სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, არ ვი­ცით გა­რე­მო­ე­ბე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც და­ეყ­რდნო სა­სა­მარ­თლო. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ვე­ლო­დე­ბით წე­რი­ლო­ბით რო­დის გად­მოგ­ვე­ცე­მა გა­ნა­ჩე­ნი და ამის მი­ხედ­ვით მო­ვიქ­ცე­ვით შემ­დგომ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ჩივ­რდე­ბა",- გა­ნა­ცხა­და და­დი­ან­მა.

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system