თავში

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განუცხადა. 

უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ნადირაძემ განმარტა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, ოფიციალურად დოკუმენტი ჯერ არ გაფორმებულა. საპროცესო შეთანხმების პირობებსა და დეტალებს პროკურორი არ აკონკრეტებს. რამდენი ხნით შეუცმირდა მსჯავრდებულ ჯანაშიას სასჯელის ვადა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საპროცესო შეთანხმებას ხელი მოეწერება.

"საპროცესო შეთანხმება მიღწეულია გ.ჯ.-სთან. მსჯავრდებულის ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეებს შორის გაფორმებდება საპროცესო შეთანხმება. პირობებთან დაკავშირებით, დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის შეთანხება შედგა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის. მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. თუმცა, ამჯერად მან დანაშაული აღიარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაფორებული იქნა საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ჯანაშია დავით სარალიძის მკვლელობას ორი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარებდა.  

დღეიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას სასამართლო პროცესებმა უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

საქმეზე მსჯავრდებულია ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system