თავში

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მენაბდისთვის პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

მენაბდის ადვოკატი დავით დადიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ამავე საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ბარბაქაძის ჩვენებაა, რომელმაც საგამოძიებო უწყებას რამდენიმე წლის შემდეგ განსხვავებული ჩვენება მისცა. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 მაისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს.

მას ბრალდება ედება განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system