თავში

დავწვები შუა ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ ჩემი შვილის კომპიუტერს - თეონა თამაზაშვილი

დავწვები შუა ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ ჩემი შვილის კომპიუტერს - თეონა თამაზაშვილი
დავწვები შუა ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ ჩემი შვილის კომპიუტერს - თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

ოჯახმა დღეს გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის მათთვის გადაცემა მოითხოვა. ისინი საქმის დახურვას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.

"ესე სრულიად მოულოდნელად, შუა პანდემიის დროს, მოახლოებული ახალი წლის პერიოდში, უცებ გადაწყვიტეს, რომ დაეხურათ საქმე. მაგის გასაპროტესტებლად მოვედი პირველ რიგში და მეორე რიგში იმისთვის, რომ მოვითხოვე ჩემი შვილის კომპიუტერი. რადიკალური პროტესტი იქნება. შიმშილობა იქნება ეს თუ რა ფორმით, არ ვიცი... დავწვები შუა ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ იმ კომპიუტერს. თუ არის ბანალური თვითმკვლელობა, დამიბრუნონ კომპიუტერი,“ - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ 6 თვის შემდეგაც, არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

"6 თვე გავიდა, არცერთ კითხვაზე პასუხი არ იყო. თვითონ იციან კარგად ჩემი შვილი ვინ მოკლა, სად იყო დამალული 4 დღე მანქანა, ყველაფერი იციან. ყველა ზომას მივმართავ, ცოცხალი თავით არ დავთმობ, ეს საქმე გაიხსნება მალე,“ - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 

ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო დაბარებული.

15 დეკემბერს, ოჯახის ადვოკატი, report.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system