თავში

დედის დაჭრაში ბრალდებული შვილი დაკავებულია

დედის დაჭრაში ბრალდებული შვილი დაკავებულია
დედის დაჭრაში ბრალდებული შვილი დაკავებულია

სამართალდამცველებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში დედის დაჭრისთვის შვილი დააკავეს, - ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა რ.მ. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system