თავში

დედის მიერ მოკლული ჩვილის მამა, შესაძლოა, დააკავონ

დედის მიერ მოკლული ჩვილის მამა, შესაძლოა, დააკავონ
დედის მიერ მოკლული ჩვილის მამა, შესაძლოა, დააკავონ

შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნი ქმარი გორის პოლიციაში დაიბარეს. მიხეილ დვალიშვილი, შესაძლოა, იმის გამო დააკავონ, რომ წლების წინ მან არასრულწლოვანზე იქორწინა. 

მიხეილ დვალიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათმა შვილმა ქორწინებისას გოგოს ასაკი არ იცოდა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა 21 მაისს, კასპის, სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავეს.

26 სექტემბერს კი სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რაც შეეხება მიხეილ დვალიშვილს, ის შესაძლოა, დააპატიმრონ, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი, რომელიც 16 წლამდელთან სექსუალურ კავშირს კრძალავს, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system