თავში

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მიხეილ ზაუტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესზე ბრალდების მხარე, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოსაკვლევია ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ, სხდომის ნაწილობრივ დახურვა მოითხოვა და განმარტა, რომ ბრლადებული ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. სწორედ, ამიტომ მისივე უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა პროცესი ნაწილიბრივ დახურულიყო. აღნიშნულ შუამდგონლიბას არ ეწინააღმდეგებოდა ბრალდების მხარე, თუმცა მოსამართლემ პროცესის ნაწილიბრივ დახურვის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის ბიჭს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. როგორც report.ge-ს პროკურატურიდან აცნობეს, მას ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 19 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system