თავში

დედისა და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

​დედისა და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა
დედისა და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის ბიჭს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც report.ge-ს  პროკურატურიდან აცნობეს, მას ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს.

„მ. ზ. -ს წარედგინა ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით ( ოჯახის წევრების (ორი პირის) განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ),“ - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთშეგახსენებთ, რომ თბილისში 19 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system