თავში

დედა სოსანას მიმართ უფლებების შესაძლო დარღვევისთვის პოლიციაში საჩივარი შეიტანეს

დედა სოსანას მიმართ უფლებების შესაძლო დარღვევისთვის პოლიციაში საჩივარი შეიტანეს
დედა სოსანას მიმართ უფლებების შესაძლო დარღვევისთვის პოლიციაში საჩივარი შეიტანეს

წმინდა ნინოს მონასტრის ყოფილ წინამძღვარს დედა სოსანასა და მორჩილ ნინოს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება, მონასტერში შევიდნენ და საკუთარი პირადი ნივთები გამოიტანონ.

ეპარქიის მმართველებისგან პასუხად მიიღეს, რომ პირადი ნივთების გატანას ორივე მონაზონი მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი პირების თანდასწრებით შეძლებს. 

აღნიშნულის გამო დედა სოსანას მიმართ უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე პოლიციაში საჩივარი შეიტანეს. საჩივრის ავტორი ავტორი, ქალთა მოძრაობის წევრი ცაბუნია ვართაგავაა, რომელიც მარტვილის პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოიკითხა.

"მას შემდეგ, რაც ეპარქიამ მტკიცე უარი განაცხადა დედა სოსანასთვის პირადი ნივთების გადაცემაზე, ეს ყველაფერი მივიჩნიე სამართალდარღვევად, რის გამოც დავრეკე 112-ში, დავაფიქსირე ზარი, რომ ხდებოდა ასეთი დარღვევა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია მოვიდა ადგილზე და გადავედით პოლიციის შენობაში, სადაც შედგა გამოკითხვის ოქმი, რომელშიც კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ კანონდარღვევას - ადამიანს არ ატანდნენ თავის პირად ნივთებს," - განაცხადა ცაბუნია ვართაგავამ.

სასულიერო პირები კი, მათ შორის, დედა სოსანა იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ საქმეს მიეცემა მსვლელობა და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.

"მე ორჯერ ვცადე, რომ რაღაც კონსენსუსამდე მივსულიყავით და ეს ჩემი პირადი ნივთები გამომეტანა, რადგანაც ეკლესიაში არ არის სამართალი და ყველანაირ დოგმატებს და სამართლებრივ წესებს არღვევენ, მაქვს იმედი, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდება კანონების დაცვა," - განაცხადა დედა სოსანამ (ბოლქვაძე). 

ცნობისთვის, მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარს, დედა სოსანას უფლებამოსილება ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა შეუჩერა. მეუფე სტეფაენს ბრძანებით ორივე მონაზონი საეკლესიო წესების უხეში დარღვევისთვის ისჯება. 

დედა სოსანა და მორჩილი ნინო გუშინ, 1 აპრილს, საპატრიარქოსთან გამართულ აქციაზე თბილისში იმყოფებოდნენ, მარტვილში დაბრუნების შემდეგ კი ისინი ღამით მონასტერში აღარ შეუშვეს.

ეპარქიიდან გარიცხული მონაზვნები ითხოვნდნენ, რომ მათთვის მონასტერში რამდენიმე ღამის გათევის უფლება მიეცათ, ვიდრე წასასვლელს ნახავდნენ. თუმცა ეპარქიის ფინანსურმა მენეჯერმა ივანე კალაიჯიშვილმა მონაზონს უთხრა, რომ მონასტერში მხოლოდ პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად პირადი ნივთების გამოსატანად შეუშვებდნენ. როგორც ირკვევა, მონაზვნები მონასტერში არც პირადი ნივთების გამოსატანად შეუშვეს. 

ერთ-ერთი ვერსიით, გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მონაცვნები ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებენ.

,,სანამ პატრიარქი არის ამ ბრალით, რომ მას ედება მამათმავლობის ცოდვა, სანამ არ ჩატარდება სინოდი და ამ საკითხს არ განიხილავენ, მე არ ვაპირებ პატრიარქის მოხსენიებას. მან დამსაჯა ორი მუხლით", -  აცხადებდა დედა სოსანა. 

მისივე თქმით, წინამძღვრობიდან გადაყენების შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია. მან თათბირზე  მეუფე სტეფანეს იმ ბრალდებების დამტკიცებისკენ მოუწოდა, რაც ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს მეუფე პეტრე ცაავას წაუყენა. კერძოდ, პეტრე ცაავა მარტვილის ახალმა მიტროპოლიტმა უკანონო შვილის ყოლაში დაადანაშაულა.

მეუფე პეტრე ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ ეკლესაში მისვლის შემდეგ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონია. მისი მტკიცებით, აღთქმას პატიოსნად ინახავს. პეტრე ცაავა მზად არის, სიმართლის დასამტკიცებლად DNM-ის ანალიზი გაიკეთოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system